დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე რუსთავში ,,აზდაკის ბაღის” სპექტაკლის პრემიერით აღნიშნეს

რუსთავმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,აზდაკის ბაღის’ ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა.

თეატრის დასმა, რუსთაველ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ,,Hellados”-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა.

პრემიერას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ.

,,დღეს ,,აზდაკის ბაღის” ინტეგრირებული თეატრის დასს ვუმასპინძლეთ რუსთავში. სიმბოლურია, რომ მათი სპექტაკლის – ,,ჰელადოსის” პრემიერა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუსთავის მერიის კულტურის სამსახურს, ამ განსაკუთრებული დღის ორგანიზებისთვის’, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

,,აზდაკის ბაღის” თეატრი უკვე მეცხრე წელია რაც არსებობს. დასის შემადგენლობაში, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 მოყვარული მსახიობიცაა დაკავებული. ინტეგრირებული თეატრი, თავისი შემოქმედებით, შშმ პირების სოციალიზაციას და მათი პოტენციალის გამოვლენას უწყობს ხელს.

 

წინა სს „რუსთავოილის“ მიერ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ