ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

სს „რუსთავოილის“ მიერ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – სს „რუსთავოილის“ ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავოილი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი,

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

 2024 წლის 29 მარტი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მისამართი: კოსტავას ქN20).

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ,
დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის
გამზირი N32გ).

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2024 წლის 6 მარტს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/3d9da5fd-0f43-46d5-9a39-55e89d01f4c3

სკოპინგის ანგარიში

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე, ირაკლი შატაკიშვილი და დავით ნარმანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ