გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – რუსთავში შპს „რეციკლინგის” სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების და აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება და აღდგენა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რეციკლინგი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის ქუჩა №7

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: ➢ 2023 წლის 26 აპრილი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

shp ფაილები

წინა სკრინინგის განცხადება – რუსთავში შპს ,,პეტრო პლუს“-ის ნავთობპროდუქტების საცავის (ავტოგასამართი სადგურის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი