ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე – ,,პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ”

რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა.

აქციას, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეუერთდნენ.

,,რუსთავში ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროგრამის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი დასრულდა. ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას და შევეცდებით, წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს, თუ როგორ ხდება ქალაქის მოვლა-პატრონობა, გამწვანება და თავადაც მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აქციის მონაწილეებისთვის, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკის მოხმარების ვორქშოფიც მოაწყვეს. ექვსი ერთეული სპეციალური ტექნიკური საშუალება, რუსთავის მერიას, ევროკავშირის პროექტის – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გრანტის სახით გადაეცა.

,,რუსთავის მერია ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებასა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დღეს, რუსთავის მერთან და ახალგაზრდებთან ერთად, გამწვანების მორიგ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მომავალ წელს, მსგავსი ტიპის  უფრო მეტი აქცია დავგეგმოთ“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ახალგაზრდების დასაქმების ერთთვიანი ანაზღაურებადი პროგრამა ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“,  რუსთავის მერიის, ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.

 

წინა ნინო ლაცაბიძე- ,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტი, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“