ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მეოთხე ეტაპი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, რუსთაველმა სტუდენტებმა, ქალაქის მერიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარეს.
სტაჟირების მეოთხე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ნინო ლაცაბიძე, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად შეხვდა.
,,რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი – ,,მართე შენი ქალაქია“. ეს პროექტი, ერთი წლის წინ დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. პროექტის მეოთხე ეტაპი დავასრულეთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში, ისინი ახლოს გაეცნენ იმ სერვისებს, რასაც მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის აწარმოებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.