ნინო ლაცაბიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციის წევრებს ერიკ ფაქსგარდსს, ელენა ადლექრაუტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუას შეხვდა.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, 7-11 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რუსთავს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქს სწვეოდნენ, ადგილზე გასცნობოდნენ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, ასევე მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას.
შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
ერიკ ფაქსგარდი და ელენა ადლექრაუტსი, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორ რევაზ გოგიძესა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა მამაიაშვილსაც შეხვდნენ. მოგვიანებით, კი ,,რუსთავსერვის ცენტრში“, ადგილზე გაეცნენ ქალაქის დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და გამწვანების კუთხით სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.
წინა რუსთავის მერია აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და ქალაქის გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას