ნინო ლაცაბიძე – ,,თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს

რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.   ,,თაობა რუსთაველი” – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს.

ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა  ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაუსვეს.

,,თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის  შესაძლებლობას აძლევს. ეს პროექტი, ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მარტივად მოიტანონ მერიამდე საკუთარი იდეები და რეკომენდაციები. ჩვენ ვაგრძელებთ   კომუნიკაციას მათთან და შევეცდებით, რომ როგორც სამუშაო შეხვედრები, ასევე პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება რუსთაველი ახალგაზრდების განათლების გაღრმავებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მერიის მხრიდან  მხარდაჭერილი და განხორციელებული იყოს“ , – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალგაზრდების დისკუსია მერთან, მედიათეკაში თვეში ერთხელ  გაიმართება. შეხვედრის  მონაწილეთა შერჩევა ონლაინრეგისტრაციით ხდება.

 

წინა შპს „მშენებელი 2004“-ის მიერ ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ