ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად დაიწყო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო.
მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების, მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა.

შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რუსთავის მერმა, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში და ეზოებში არსებული პრობლემებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მიიღო.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, რუსთავის მერიას 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრაში დაეხმარება და ამ პროცესში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.
,,დღეს დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შევხვდებით 700-ივე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომლებთანაც ვისაუბრებთ, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებზე და რაც ყველაზე მთავარია, ამ შეხვედრებისა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, გამოიკვეთება ის პრიორიტეტები, რასაც დავგეგმავთ 2024 წლის სამოქმედო გეგმით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მაისის ბოლომდე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველა თავმჯდომარეს შეხვდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საკითხები, რუსთავის მერიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი იქნება.

წინა რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა