ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3826121493-05 01.05.2026წ. განცხადებით მომართა  კახაბერი შაქარიშვილის (პ/ნ 35001050870) წარმომადგენელმა შოთა იობაშვილმა (პ/ნ 01008024638). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.01.07.654) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული ტერიტორია ხვდება რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში.

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N154 დადგენილების დანართების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეული ხვდება საცხოვრებელი ზონა 2 სექტორ 2-ში (სზ 2 ს 2).

წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს არსებული ზონის სზ 2 ს 2 ცვლილება საცხოვრებელ ზონა 4-ად. (სზ 4) და კ-2 კოეფიციენტის გაზრდა 2.5-დან 3.5-მდე, იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში მოქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: ს.კ. 02.01.07.725, 02.01.07.726 და 02.01.07.653 და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ს.კ.02.01.05.821.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილების დანართი 5-ის (გეგმარებითი ერთეულები და მათი გამოყოფის წესი (სარეკომენდაციო)) მე-9 პუნქტის შესაბამისად,

9) განაშენიანების დეტალური გეგმა:

განაშენიანების დეტალური გეგმის გეგმარებითი ერთეული (კვარტალი, უბანი ან მათი ნაწილი) განისაზღვრება გენერალური გეგმით/ განაშენიანების გეგმით ან/და დაგეგმვაზე უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით:

ა) არანაკლებ ადგილობრივი (კვარტალშორისი, უბანშორისი) ქუჩებით შემოსაზღვრული ტერიტორიისა, რომლის ნაწილიც არის დასაგეგმარებელი ტერიტორია, სადაც საზღვარი უნდა გაჰყვეს ქუჩის შუა ხაზს;

ბ) თუ „ა“ ქვეპუნქტით განასზღვრული პირობით ვერ დგინდება საზღვარი, მაშინ გეგმარებითი ერთეულის ფართობი არ უნდა იყოს: სოფლისთვის – 2000 კვ.მ, დაბისთვის – 4000 კვ.მ, ქალაქისთვის – 7000 კვ.მ-ზე ნაკლები.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახელმწიფოს და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ინიცირებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს, უბრანული დაგეგმარების თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ უნდა მოექცეს ერთიანი ზონირების ფარგლებში. საკითხის თაობაზე ეცნობა როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (N38-3826134513 14.05.2026წ.), ისე ფიზიკურ პირ ნინო ჯინჭარაძეს (N38-3826138248). მათ მიერ დაფიქსირდა თანხმობა (N04-3826163250-38, )არსებული ზონის საცხოვრებელ ზონა 4-ად ცვლილების თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გდგ-ს საპროექტო არეალი განისაზღვრა შემდეგი ნაკვეთებით: 02.01.07.654, 02.01.07.726, 02.01.07.725, 02.01.07.653, 02.01.05.821.მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ზონის ცვლილების ინიცირების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს არსებით ცვლილებას, შესაბამისად, უნდა მოხდეს ცვლილება ზემდგომ ქალაქმშენებლობით დოკუმენტში და მომზადდეს დოკუმენტაცია გეგმარებით ერთეულზე გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში ცვლილებისა და განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია პორტალზე – ms.gov.ge.

ინიცირების განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მისამართზე: ქ.რუსთავი,  კოსტავას გამზირი N20, მეგობრობის გამზ. N20ბ, ან ელფოსტაზე: rustavi.municipality@rustavi.gov.ge

დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა გაიმართება 2026 წლის 28 ივლისს, 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის  მუნიციპალური სერვისების ცენტრის შენობაში (მის.: მეგობრობის გამზ. N20ბ)

წინა რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა