ა(ა)იპ “რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება”

რუსთავში პირველი ბიბლიოთეკა 1948 წელს დაფუძნდა. საბიბლიოთეკო გაერთიანება შედგება ერთი მთავარი და ოთხი ფილიალისგან. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდი 2022 წლისთვის შეადგენს 153 880 ბეჭდურ ეგზემპლარს. მთავარ ბიბლიოთეკასა და მასში შემავალ ფილიალებში დასასრულს უახლოვდება ამ ფონდების ჩართვა ერთიან ელექტრონულ ქსელში.

ბიბლიოთეკის ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  •  ყველა ასაკის მკითხველის საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურება;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნილებების შესწავლა- ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ინტერესების სრულად, ოპერატიულად დაკმაყოფილება;
  • მომხმარებელთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის. შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო
    დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი მკითხველების მომსახურება. საბიბლიოთეკო ფონდების და სხვა რესურსების შესაბამისი პროფილის ფარგლებში სრულად და ეფექტურად გამოყენება;
  • თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის ბიბლიოთეკებთან, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან;
  • მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალიზირებული საბიბლიოთეკო მომსახურება;

სერვისები

ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ციფრული ტექნიკით

  • ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი და აქტიური ფეისბუქ გვერდი;
  • ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამები;
  • უახლესი სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა ქართულ და უცხო ენებზე;
  • ონლაინ ელექტრონული კატალოგი;
  • საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • დარბაზის მოწყობა საგამოფენო და კულტურული აქტივობებისათვის;
  • „მობილური ბიბლიოთეკა“ (მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით ადგილზე მომსახურება);
  • ყოველთვიური სერვისი:“ ჩვენი უფროსი მეგობრები“(მუნიციპალურ მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობა და მომსახურება) აქტიური სივრცეები ფილმის ჩვენებისათვის;
  • სისტემატიური ხასიათის ლიტერატურული საღამოები;
  • “ლიტ.ART”- ყოველკვირეული მუშაობა;
  • „ამერიკული კუთხე“- ახალი სერვისების მუდმივი განახლება;
  • 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის;
  • ყოველწლიური ტრენინგ პროგრამები თანამშრომლებისათვის და თემის წევრებისათვის;
  • ყოველწლიური მემორანდუმის განახლება ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან;

საბიბლიოთეკო ქსელი