რუსთავის ბაგა-ბაღების 6100 აღსაზრდელი, ქალაქის მერიისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 6100 აღსაზრდელი, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, ქალაქის მერიისგან, საჩუქარს მიიღებს. პატარებისთვის საჩუქრების დარიგება, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ვე ფილიალში, დღეს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.

პატარებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დღეს 22-ე და 23-ე  ბაგა-ბაღებში დაესწრო. ნინო ლაცაბიძემ,  საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და  საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.

„წელს, განსაკუთრებულად შევეცადეთ, რომ ჩვენი პატარებისთვის  ქალაქში სადღესასწაულო განწყობა ყოფილიყო. ყველა საბავშვო ბაღში ნაძვის ხე საზეიმოდ ავანთეთ და 6100 ბავშვს  საახალწლო საჩუქრები  დავურიგეთ, რაც უკვე მეორე წელია ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების სადღესასწაულო ტკბილეულით დასაჩუქრების ტრადიცია, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გასულ წელს აღდგა.

„დღეს და ხვალ, რუსთავის 23-ვე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები,  6000-ზე მეტი პატარა მიიღებს საახალწლო საჩუქრებს რუსთავის მერიისგან. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ  ეს ტრადიცია აღდგა და  გასული წლის მსგავსად,  წელსაც მუნიციპალიტეტისგან მოხდება ბავშვების დასაჩუქრება“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს

„ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარი ლიპარტელიანმა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, სადღესასწაულო საჩუქრები საშობაო არდადეგების დაწყებამდე დარიგდება.

 

წინა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ