რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.
Squad-R ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი-2023, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.
ბანაკის მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოვლენაა.
პროექტს რუსთავის მერია აფინანსებს.
ბანაკის ბოლო ეტაპის შეკრება თელავში თებერვლის ბოლოს შედგა.
ახალგაზრდულ ბანაკში 16 -დან 24 წლამდე რუსთაველ ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩართვა და მონაწილეთა შეკრება, ონლაინ რეგისტრაციით ხდება.
ახალგაზრდული ბანაკის მორიგი ეტაპი ზაფხულის სეზონისთვისაა დაგეგმილი.