ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსთავის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსთავი ერთ-ერთი პირველია იმ 18 მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვაზე მუშაობს.

შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, დოკუმენტის შემუშავება, მნიშვნელოვანია მუნიციპალური პროექტებისა და სერვისების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

,,რუსთავის მერიისთვის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ ის სერვისები და  პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მერიის სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, მათი რეკომენდაციები და შენიშვნები განხილული და რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა, დეტალურად განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები.

მომდევნო ეტაპზე შემუშავდება მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი.

2015 წელს, საქართველომ, გაეროს ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან ერთად, გამოთქვა სურვილი, განეხორციელებინა 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები, მოეხდინა მისი ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში ინტეგრაცია და დანერგვა. შესაბამისად, შემუშავდა მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგვის სამოქმედო გეგმაც, რომელსაც მუნიციპალიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

 

წინა სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში შპს ,,პეტრო პლუს“-ის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი