ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „მერების შეთანხმების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო ლაცაბიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში, რუსთავში განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.
რუსთავის მერმა ქალაქში არსებულ კლიმატურ პრობლემებზე და რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა.
,,მერების შეთანხმებას” რუსთავი 10 წლის წინ შეუერთდა, რითაც სხვა წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად, CO2 -ის ემისიის შემცირების ვალდებულება დაეკისრა.
კონფერენციის მონაწილეებმა „მერების შეთანხმების“ 10-წლიანი პროგრესი და ძირითადი გამოწვევები შეაფასეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები იმ ინიციატივებსაც გაეცნენ, რომლებიც სამომავლოდ ევროკავშირის მიერ იქნება მხარდაჭერილი.
მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას, პროექტის ხელმომწერებს შორის გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.
,,მერების შეთანხმების” ხელმომწერი ქალაქები ვალდებულებას იღებენ, 2030 წლისთვის სათბური გაზების (CO₂) ემისია 40%- მდე შეამცირონ და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ერთობლივი მიდგომა შეიმუშაონ.
კონფერენციაზე, პროექტის 10 წლის იუბილესთან ერთად, „მერების შეთანხმების“ მესამე ფაზის დაწყებაც აღნიშნეს.
ღონისძიებას, თბილისის მერი კახა კალაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
წინა რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა