რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

1-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალი თეატრის სკვერში საზეიმო ღონისძიებითა და ცისფერ დარბაზში თეატრისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრით გაიხსნა.
ფესტივალი, რომელიც რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა. დასმა მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლი ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგინა.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
1-დან 12 ნოემბრამდე, რუსთავის თეატრის სცენას სხვადასხვა ქალაქის 15-მდე თეატრალური დასი ესტუმრება.
კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში უკვე მეორედ ტარდება. თეატრალურ ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა პირველად, 2020 წელს უმასპინძლა.
2022 წელი რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეო წელია. რუსთავის თეატრი 30 ნოემბერს 55 წლის გახდება.
წინა ნინო ლაცაბიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა