საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მხარდაჭერით, კინოკომპანია „შვიდკაცა+“ ახალი ხუთსერიანი მხატვრული ფილმის – „სოხუმი“ გადაღების პროცესს იწყებს.
ფოლმის გადაღება 28 სექტემბერს დაიწყება და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შემოქმედებითი ჯგუფის მიერ, ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად შერჩეულია რუსთავის ე.წ ძველი ნაწილი.
გაცნობებთ, რომ რუსთავში დაგეგმილი ზოგიერთი სცენის გადაღების დროს საჭირო იქნება განსაზღვრულ ადგილმდებარეობებზე საბრძოლო აფეთქებების იმიტაცია, რაც გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს.
„სოხუმი“ ისტორიული ჟანრის ეროვნული კინოპროექტია, რომელიც აფხაზეთში 1993 სექტემბერს განვითარებულ დრამატულ მოვლენებს წარმოაჩენს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკულ მოვლენას – სოხუმის დაცემას ასახავს. მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი ბარაბაძეა. სერიალის პრემიერა 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.