რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები ხორციელდება

რუსთავში,  დასასრულს უახლოვდება გზის დაგების სამუშაოები გონაშვილის დოლიძის და ჩოხელის ქუჩებზე, სადაც დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა.

პროექტის მიხედვით,  3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე,  არმირებული ბეტონის საფარი  დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც.

პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად,  ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობასაც შეხვდა.

,,გონაშვილის, დოლიძის და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ  ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.  ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის როგორც რეაბილიტაციას, ასევე ისეთი პროექტების განხორციელებასაც, რომელიც სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს”-  განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ანალოგიური სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება ლებანიძის ქუჩაზეც, სადაც ასევე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

ამ ეტაპზე, გზის რეაბილიტაცია  აქტიურად მიმდინარეობს 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს სახელობის ქუჩებზე,  სამუშაოები გრძელდება ქაშაკაშვილის, კონსტიტუციის და მშენებელთა ქუჩების გზის მოსაწყობადაც.

 

 

 

წინა 25 მარტს, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ”შაბათი ART ბაზარში” გაიმართება