რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო

რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული ზონის მოწყობა დასრულდა.

ახალი დასასვენებელი სუვრცე, 21-ე მიკრორაიონში, N7, 8 და 9 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს და 3486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყოს მისაღები გარემო. 21-ე მიკრო რაიონში, სწორედ ასეთი სივრცე შევქმენით მათთან ერთად“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სკვერში, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა და მწვანე დასასვებებელი ზონებია მოწყობილი, დარგულია 150-მდ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანსაც. პროექტი რუსთავის ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი ღირებულება 414 439 ლარია.

ახალი რეკრეაცია, რუსთავის ხელოვნების სკოლის კონცერტით- ,,ქართული კინომუსიკა” გაიხსნა.

 

 

წინა რუსთავში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მომდინარეობს