რუსთავში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა

რუსთავში, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების ასლი ბენეფიციარებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გადასცეს.
რუსთავში, ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე, საცხოვრებელი ფართი უკვე 650-ზე მეტ რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა.
ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები, კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.
წინა რუსთავსა და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა