ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება

რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება.

პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილეები, კახა გურული და ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს უკვე სამუშაოებს მთავრობის დახმარებით ვიწყებთ. პროექტი მოიცავს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე მოეწყობა მწვანე სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკები, სანიაღვრე ქსელი, საპარკინგე სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, ევროპული და უსაფრთხო ქუჩა შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმანინო ლაცაბიძემ.
ამ ეტაპზე, ტაშკენტის ქუჩის შუაგამყოფ ზოლზე, მოსამზადებელ სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ახორციელებს.
ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი და ტროტუარები, გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის, გარე განათების, სარწყავი სისტემის, ველობილიკების, პარკინგის, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი გაჩერებების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები, გათვალისწინებულია ახალი მწვანე სივრცეების მოწყობაც.
პროექტის ღირებულება 2 994 439 ლარს შეადგენს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წინა შპს „რუსელოისის“ მიერ ქ. რუსთავში, მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის შესახებ