2024 წლის 23 თებერვალს, სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში „ნატახტარი (წიწამური)- რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება.
გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/c23fb7ed-d907-4ad9-b001- f308793c9525
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 10 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების კულტურის სახლის შენობაში, მიმდინარე წლის 11 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალარის საჯარო სკოლის შენობასა და მიმდინარე წლის 11 აპრილს 15:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარათაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.