შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯის“ მიერ, ახალ სამგორსა და ჭყონდიდელის დასახლებას შორის ტერიტორიაზე, 96-100 მეგავატიანი მზის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯის“ მიერ წარდგენილია ახალ სამგორსა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და ჭყონდიდელის დასახლებას (რუსთავის მუნიციპალიტეტი) შორის ტერიტორიაზე, 96-100 მეგავატიანი (მგვტ) მზის ფოტოვოლტური (PV) ელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.

სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

განცხადება

 

წინა შპს „თეიმურაზ ჯანგულაშვილი და კომპანიას“ ცემენტის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ”