შპს „რუსთავის ქიმიური საწარმო სოდაკოს“ მიერ ქ. რუსთავში მყარი კაუსტიკური სოდის გათხევადების საწარმოსა და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „რუსთავის ქიმიური საწარმო სოდაკოს“ მიერ წარდგენილია ქ. რუსთავში მყარი კაუსტიკური სოდის გათხევადების საწარმოსა და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.

სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 12 იანვრის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

 

წინა შპს ,,რუსთავის ქიმიური საწარმო სოდაკოს” მიერ ქ. რუსთავში ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობის პროექტის შესახებ