არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი“ დაფუძნდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  საკრებულოს 2013 წლის 22 აპრილის # 905 განკარგულების საფუძველზე და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი“ მოქალაქეებს კონსულტაციებს უწევს სამართლებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას, რომელიც ორიენტირებულია  საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისაკენ.

ორგანიზაიციის მიზნებია:

  • მოქალქეთა სამართლებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • მცირე და საშუალო მეწარმეთა საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებზე უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
  • საზოდაოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მოქალქეთა უფლებადაცვით საქმიანობაში ავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტებისა და ავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ დიპლომირებული იურიდიული განათლების მქონე მოქალაქეთა ჩართვა;
  • სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება და სიახლეების მიწოდება;
  • სამართლებრივი ხასიათის პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით საზოდოებასთან მჭიდრო კავშირების დამყარება; მოქალქეთა სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო და სახელმწიფო ორგანოებში;

კონტაქტი

დირექტორი: იოსებ შველიძე

მისამართი: რუსთავი, კოსტავას 20 (თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა)
ტელეფონი: 0(341) 256 400
ელფოსტა:  iurudiulicentri@gmail.com.

ბლოგი: http://iuridiulicentri.blogspot.com/

Skype: rustavis-advokati

ნავიგაცია