რუსთავის მერიამ, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მეშვიდე ეტაპი დაიწყო.
ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა და ,,მართე შენი ქალაქის“ შესახებ დეტალურად ესაუბრა.
რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, მუნიციპალურ სერვისებსა და რეფორმებს, ერთი თვის განმავლობაში, კიდევ 21 სტუდენტი გაეცნობა.
პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“ მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და დღემდე, მასში 115 სტუდენტი ჩაერთო, რომელთა შერჩევაც ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.