რუსთავში ბიბლიოთეკა დაფუძნდა  1948 წელს. საბიბლიოთეკო გაერთიანება შედგება ერთი მთავარი და ოთხი ფილიალისგან.  საბიბლიოთეკი გაერთიანების წიგნადი ფონდი 2015 წლისთვის შეადგენდა 175 345 ბეჭდურ ეგზემპლარს. მთავარ ბიბლიოთეკაში და მასში შემავალ ფილიალებში უკვე მიმდინარეობს ამ ფონდების ჩართვა ერთიან ელექტრონულ ქსელში. 

ბიბლიოთეკის ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • კითხველთა სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ლიტერატურით და ინფორმაციით
  •  მაღალ პროფესიონალური მომსახურება
  • მკითხველის მოთხოვნათა სისტემატური ანკეტირება-მონიტორინგი
  • წიგნადი ფონდების მუდმივი განახლება
  • ინოვაციური საბიბლიოთეკო სერვისების დანერგვა
  • ლიტერატურული და სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციები
  •  წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან
  • გამოფენების ორგანიზება
  • სხვადასხვა სახის ინტელექტუალური კონკურსები
  • ამერიკის საელჩოსთან გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდულის ფარგლებში ამერიკული ცენტრის (ამერიკული კუთხე) მუშაობა.

სერვისები

ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედრეოვე ტიპის ციფრული ტექნიკით

  • ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდი და აქტიური ფეისბუქ გვერდი
  • ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამები
  • უახლესი სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა ქართულ და უცხო ენებზე
  • ონლაინ ელექტრონული კატალოგი
  • საგანმანათლებო,კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • დარბაზების მოწყობა საგამოფენო და კულტურული აქტივობებისათვის.
  • აქტიური სივრცეები ფილმების ჩვენებისათვის
  • სისტემატიური ხასიათის ლიტერატურული საღამოები
  • ყოველწლიური ტრენინგ პროგრამები თანამშრომლებისათვის და თემის წევრებისათვის
  • ყოველწლიური მემორანდუმები ქალაქის კულტურულ-სოციალურ-საგანმანათლებლ ორგანიზაციებთან

პროგრამები და ღონისძიებები

იხილეთ ვრცლად


დირექტორი: თეა ჟვანია

მისამართი: 3700 რუსთავი, შარატავას გამზირი 11

ტელეფონი: 341 28 60 35/ 28 60 93

ვებგვერდი: www.rustavibiblio.ge/

 

 

ნავიგაცია