თვითმმართველი ქალაქი რუსთავის

ენერგეტიკის მდგრადი  განვითარების სამოქმედო გეგმა

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 2011 წლის 02 მაისს შეუერთდა ევროპის საერთო ხედვას და ხელი მოაწერა “მერების შეთანხმების” ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც აიღო ვალდებულება – 2020 წლისათვის შეამციროს ქალაქის სათბურის გაზების გამონაბოლქვები  არანაკლებ 20%–ით და გააუმჯობესოს ეკოლოგიური გარემო ქალაქის ტერიტორიაზე.

ქალაქის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების დოკუმენტი, ასახავს ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტის,  – სათბურის გაზების გამონაბოლქვების, – შემცირებას “მერების შეთანხმების” ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში. სათბურის გაზების, კერძოდ, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება 20%–ით შემცირება 2020 წლისათვის 2011 წლის დონესთან შედარებით მნიშვნელოვნად გააჟანსაღებს ქალაქის კლიმატს და გააუმჯობესებს გარემოს. ამასთანავე, აღნიშნული შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის და მეწარმეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების შემდგომ სტაბილურობას.

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმისათვის 2020 წლამდე სათბურის გაზების გამონაბოლქვების შესამცირებლად არჩეულ სექტორებს შორისაა  შენობების სექტორი, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ქუჩების განათებას და განწვანებას. აღნიშნული სექტორების ამორჩევა განაპირობა მათმა მაღალმა ენერგოდაზოგვითმა პოტენციალმა.

საბაზისო დონედ, რომლის მიმართ “მერების შეთანხმების” მიხედვით უნდა განხორციელდეს სგშემცირება 2020 წლისათვის. არჩეულია 2011 წელი, როგორც უახლოესი წელი ამ შეთანხმების ხელმოწერიდან, რომლის შესაბამისი მონაცემებიც მისაწვდომია. ეს არჩევანი შესაბამისობაშია აღმ. ევროპის ქვეყნებისათვის განსაზღვრულ მეთოდოლოგიასთან, რომელიც ეყრდნობა ამ ქვეყნების განვითარების სპეციფიკას 1990 წლიდან დღემდე, რომელიც მათ განსახვავებს განვითარებული ქვეყნებისაგან.

ნავიგაცია