გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეოსთილის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1288). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 29 მარტის N21/2193 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა […]
2023 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის […]