მუზეუმების საერთაშორისო დღე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავის ციხესთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენით აღნიშნეს. გამოფენაზე სახელწოდებით -„ციხე-ქალაქი რუსთავი უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე“, ყველა ის მნიშვნელოვანი ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც რუსთავის ისტორიულ ციხეზე 2014 წლიდან დღემდე ნახეს არქეოლოგებმა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ექსპოზიციის გახსნას, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა […]