რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის 105- ე წლისთავი რუსთავში, წელს პირველად ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებულ დამოუკიდებლობის სკვერში აღინიშნება. რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები და ბანერები გამოიფინა, სადღესასწაულოდ გაფორმდა დამოუკიდებლობის სკვერი, ცურტაველის მოედანზე უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი. ,,26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით, […]