ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგს, სამოქალაქო სექტორთან ერთად ატარებს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ კუთვნილ მდინარე ხრამის სათავე ნაგებობაზე და სატუმბ სადგურზე, მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა. რუსთავის მერი ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ,,რუსთავის წყლის“ მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებისგან, 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ,,ჩვენი აქ […]