რუსთავის მერმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკინს გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში ძალიან მალე მიიღებენ. […]