ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად დაიწყო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო. მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების, მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. […]