რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობას, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დეტალური ანგარიში მოსთხოვა. როგორც ნინო ლაცაბიძემ კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქალაქის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, 30 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, ქალაქის მხრიდან მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება. სამუშაო შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი […]