რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული ზონის მოწყობა დასრულდა. ახალი დასასვენებელი სუვრცე, 21-ე მიკრორაიონში, N7, 8 და 9 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს და 3486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ […]