ნინო ლაცაბიძე – ჩვენ, GWP-ის მოვთხოვეთ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით და კიდევ უფრო მეტი პროექტებით გადაჭრან რუსთავის წყალმომარაგების პრობლემური საკითხები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს. ,,მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით […]