რუსთავში, ქალაქის შესასვლელში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში, კი მისი დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ,,რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში, ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას […]