რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს. ,,რუსთაველების ჩართულობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. სწორედ მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს […]