19:00 – 20:00 ღონისძიების დაწყება – ფონური მუსიკა 19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 19:00 – 20:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი. 19:00 – 21:30 საბავშვო აქტივობები: სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი, ბამბის ნაყინი და პოპკორნის კუთხე. 20:00 – 21:30 საკონცერტო პროგრამა: ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, […]
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციაზე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია); იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნულ თანამდებობების დაკავების (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელეების გამოსავლენად. განაცხადის წარსადგენად განსაზღვრულია 2 სამუშაო დღის ვადა. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხელეებთან […]
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა. მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩაზე გაშენებული ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში, ანიმატორების შოუ, ჯგუფ ,,არტ ლაიფის” და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა. ,,რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი, მწვანე რეკრეაციული სივრცე […]
კლიმატის ცვლილების საბჭოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გლობალური მერების შეთანხმების მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს.გლობალური მერების შეთანხმების მმართველ საბჭოს ორი თანათავმჯდომარე ჰყავს – ევროკომისიის მწვანე გარიგების ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაც მოეწყო. ანგარიში რუსთავის მერმა […]
მიმდინარე წლის 21 ივლისს, 20:00 საათზე, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალ სკვერში, სტუდია ,,ART LIFE-ის სოლო კონცერტი გაიმართება. მის: რჩეულიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორია.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რუსთავის მერმა შეხვედრის მონაწილეებს, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია N1 […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქის სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს შეხვდა. რუსთავის მერმა, მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სახელოვნებო სფეროს განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამუსიკო სკოლების თანამშრომლების რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსმენა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მუსიკალური სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას რუსთავის […]
რუსთავში, საქართველოს შვიდ სხვა მუნიციპალიტეტთან ერთად, პროექტი – კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში’’ განხორციელდება. პროექტის პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მამუკა მამაიაშვილი და პროექტისთვის შერჩეული საპილოტე მუნიციპალიტეტების […]