რუსთავის მერმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ნინო ლაცაბიძემ მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

რუსთავის მერმა შეხვედრის მონაწილეებს, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ისტორიული შენობის  რეაბილიტაცია.

ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაზეც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროგრამის მიხედვით, რუსთავში დაგეგმილია ორი ახალი ბაღის მშენებლობა და რამდენიმე ფილიალის ინფრასტრუქტურის განახლება.

სკოლამდელი აღზრდის რეფორმის ფარგლებში, 2022 წლიდან რუსთავში საზაფხულო ბაღი ამოქმედდა.

მიმდინარე წელს, კი ორ საბავშვო ბაღში, საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებს ტანვარჯიშისა და სპორტული აერობიკის სესიები უტარდებათ. მუნიციპალიტეტის ახალი სერვისით პირველ ეტაპზე 4-5 წლის 200 – მდე აღსაზრდელმა ისარგებლა.

 

 

წინა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ქალაქში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო