23 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ოკუპაციის დღეებთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა – „ბრძოლა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ 1921-1924 წწ.” გაიმართება. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნება და 6 მარტამდე გაგრძელდება.
ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ ჩეხ დიპლომატს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გახსნილი სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ,,ჩეხეთის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს შევხვდით დღეს, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციაზე, მას ასევე გავაცანით რეფორმირების შედეგად მიღებული თანამედროვე მუნიციპალური სერვისები. ჩეხეთის საელჩომ კი თავის მხრივ, ფოტო-ისტორიით გაგვაცნო თუ […]