რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა პროექტით გათვალისწინებული. ,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ორ უკვე არსებულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და ერთი […]