შპს „მშენებელი 2004“-ის მიერ ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 23 იანვარს შპს „მშენებელი 2004“- მა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge . დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/009781f5-aad6-4c7c-ace0-b74d1c071d5c დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან […]

ნინო ლაცაბიძე – თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მომსახურება. ამასთანავე, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს. ,,თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ […]

GWP-მ სემეკს რუსთავის მერს და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP -იმ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის, რუსთავის მერისა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის წინაშე, 2024-2026 წლებში დაგეგმილი პროექტების, ასევე 2022-2023 წლებში განხორციელებული საინვესტიციო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. 2024 წელს, რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც […]

რუსთავის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის-,,კესანე“ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და ის ახალი სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. ,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ სწორედ, ბავშვებზე ორიენტირებული გარემო და სერვისები შევქმნათ, როგორც განათლების, ასევე სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ […]

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება

რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილეები, კახა გურული და ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი […]