რუსთავის მერია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან’’ ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტი, რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, რუსთავის ბაგა-ბაღებისა და სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტირებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში ჩაუტარებს ტრენინგების ციკლს, პირველადი გადაუდებელი დახმარების, შესაძლო […]
პროგრამა: 12:00- 16:00 საათი საბავშვო-გასართობი ღონისძიებები 10:00-13:00 საათი საბავშვო ფესტივალი თევზჭერაში 12:00-19:00 საათი ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა 16:00 საათი ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი
რუსთავში, ცენტრალური გზებისა და ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა. მაჩაბლის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, შიდა საუბნო სივრცის პროექტი მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა. ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობა დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ტერიტორიაზე გამწვანების აქციის მოწყობასაც გეგმავს. ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს მე-19-ე მიკრო რაიონშიც, […]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რუსთავში თავისუფლების მოედანზე მასშტაბურად აღინიშნება. რუსთავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ტარდება. სადღესასწაულო ღონისძიებებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებას. 32 ათას […]
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ერთდროულად ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი გზების მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო. „რუსთავში, მერიის გუნდმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და კიდევ […]
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პროგრამა: 11:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა 12:00 – 18:00 – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა 14:00 – 15:30 – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი 13:00 – 16:00 – გასართობი აქტივობები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოფი, 3D […]
რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირებისა და ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გამართულ მსვლელობას, რუსთაველები და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად, იაკობ ცურტაველის სახელობის მოედანზე, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობით, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობას, წინ, […]
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში, სარეზერვუარო პარკით ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 1000 მ 3 -ზე მეტი მოცულობის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ნათელი ნავთობპროდუქტების და თხევადი გაზის საცავების დამატება და ნარჩენების აღდგენა) დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს ,,რუსთავოილი” დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ […]
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. უახლოეს მომავალში დასრულდება, 830 მოსწავლეზე გათვლილი, რუსთავის №21 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება რუსთავის №6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაც. […]