რუსთავში, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარადგინა. რუსთავის განვითარების გრძელვადიან გეგმას 3 ძირითადი მიმართულება აქვს. ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელება, რუსთავში უკვე დაწყებულია. ,,ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიის პროექტი მერიის გუნდმა, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ. საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს […]
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში, შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ფალიაშვილის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა. ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ფალიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. ,,დღეს რუსთავში […]