რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის-გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში, თამარ მეფის მამის-გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394. მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება -„მეფეთ მეფე […]