რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და მწვანე ზონა მოეწყობა. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო. პარალელურად, ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩების შიდა უბნებში და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს. […]