21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, რუსთავში, ქართული ხალხური კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიმართება

21 აპრილიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქართული ხალხური კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ სივრცე გაიხსნება.

27 აპრილის ჩათვლით, საფესტივალო სივრცეში, 14:00 საათიდან, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება კვების ობიექტები. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ რეგიონისთვის დამახასიათებელ კუთხეებს.

21-დან 25 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 19:00 საათიდან დაიწყება საფესტივალო, 20:00 საათიდან კი საკონკურსო ნომრები.

ფესტივალის მუსიკა, ექსკლუზიურად ,,ქართულისთვის” კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ დაწერა და მას ეთნო-ჯაზ ბენდი ,,ირიაო” ასრულებს.
ექსკლუზიურია ფესტივალის ლოგოც, რომელიც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა, სპეციალურად, რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალისთვის შექმნა.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. 

კონკურს-ფესტივალის პროგრამა

21 აპრილი

„იამბიკო“
„ხალიბი“
„სალხინო“
„მარაბდა“
„თამარიონი“
„მწვერვალი“


22 აპრილი

„სვანთა“
„კრწანისი“
„ოტობაია“
„საჯეირნო“


23 აპრილი

„კეღოშვილები“
„მართვე“
„გორგასალი“
„დმანისი“
რევაზ ლაღიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები


24 აპრილი

„X აკადეიმია“
„საუკუნე“
იკორთა
„არიში“
„ილოური“
„ჯავარი“
ესტონური ფოლკლორული გუნდი „დინამოსა“


25 აპრილი

„დიდგორი“
„კავკასიონი“
„ნატო“
„ენგური“
„მერმისი“

21:00 გალა-კონცერტი
„ალავერდი”
„სალხინი”
„კეღოშვილები”
„საუკუნე”
დაჯილდოების ცერემონია
საღამოს დაასრულებს ეთნო ჯაზ ბენდის – „ირიაო“ სოლო კონცერტი


26 აპრილი

რუსთავის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
„ლილე“
„ჩონგური“


27 აპრილი

რუსთავის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
„იაგუნდი“
„თუთარჩელა“ (პატარები)
სტუდია „თამარისი“

 

წინა რუსთავში, შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“