სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს “რუსთავის ფოლადის” არასახიფათო ნარჩენების განთავსებისა და დამუშავების საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენების განთავსება და დამუშავება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,რუსთავის ფოლადი”;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი:  ქ. რუსთავი, წიდასაყარი, მიმდებარე ტერიტორია;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: • 2023 წლის 26 აპრილი, 11:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge    (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

shp ფაილები

დანართი

 

წინა რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა