ნინო ლაცაბიძე – რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს

რუსთავის მერია, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სფეროს რეფორმას განაგრძობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ესწრებოდნენ.

,,რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს, რომლის შედეგად გაუმჯობესდა როგორც შიდასაქალაქო მიმოსვლა, ასევე ვმუშაობთ რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე. მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებთან ერთად, დღეს განვიხილეთ ყველა ის სიახლე, რომელიც სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ვისაუბრეთ სახელფასო პოლიტიკაზეც, იქ დასაქმებულების ხელფასები ჩვენ მიმდინარე წელს ორჯერ გავზარდეთ. რეფორმა გრძელდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას ქალაქში კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურში 100 მძღოლი და 49 კონტროლიორია დასაქმებული.
2023 წლის იანვრიდან, დღემდე, მათი შრომითი ანაზღაურება უკვე მეორედ გაიზარდა. ავტოპარკი სრულად განახლდა ევროსტანდარტის 40 ახალი ავტობუსით. უახლოეს პერიოდში, კი 20 ახალი ავტობუსი შეემატება. ქალაქში მოეწყო გაჩერებები და ახალი ეკიპირება გადაეცათ თანამშრომლებს.

 

წინა რუსთავში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, სლოგანით – ,,ჩაისუნთქე ისტორია“, Oxygen Fest-ი ჩატარდა